ზელენსკი: ყირიმში ჩვენს ხალხს თავისუფლებას დავუბრუნებით, რომელიც მათ ეკუთვნით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 აგვისტოს, საღამოს ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტის ყველა მონაწილეს, რომელიც დღეს კიევში გაიმართა.

"40 ლიდერი, თითქმის 60 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია. ევროპელი ლიდერები, G7-ის ლიდერები, აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა და დისკუსია. ყირიმის პლატფორმა გახდა გლობალური ფორუმი, რომელიც აერთიანებს თავისუფალი სამყაროს ლიდერებს. ეს არის საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და ლეგიტიმაციის განახლებას ყირიმისთვის, შავი ზღვის რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ყირიმის მეორე სამიტის გამართვა არის "მსოფლიოს მკაფიო პასუხი რუსეთის აგრესიაზე".

"ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსული აგრესია ყირიმში დაიწყო და მისი ფინალი ყირიმში იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ყირიმი ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, ყირიმი უკრაინაა. ჩვენ აუცილებლად ჩავალთ ყირიმში ჩვენს ქალაქებში, ყირიმში მყოფ ხალხთან და დავუბრუნებთ მათ თავისუფლებას, რომელიც მათ ეკუთვნით, ისევე როგორც ყველა ჩვენს სხვა მოქალაქეს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები