ზელენსკი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე: არაადამიანები და ტერორისტები, აბსოლუტური ბოროტება

გუშინ ღამით ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმაში მონაწილე რუსი დამპყრობლები პასუხს აგებენ. ამის შესახებ ტელეგრამზე 9 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ისევ ზაპოროჟიე. ისევ უმოწყალო დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. საცხოვრებელ კორპუსებზე, ზუსტად შუაღამისას", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ცნობილია 12 დაღუპულის და 49 დაშავებულის შესახებ, მათგან ექვსი ბავშვია.

"აბსოლუტური სისასტიკე. აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები. ვინც გასცა ეს ბრძანება ყველას, ვინც შეასრულა ეს ბრძანება. ისინი პასუხს აგებენ, რა თქმა უნდა, კანონის და ხალხის წინაშე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები