ზელენსკიმ სი ძინფინგს რუსეთში დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მიმართა, რომ რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში დაეხმაროს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 აპრილს, კიევში, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერებთან, პეტრ პაველთან და ზუზანა ჩაპუტოვასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არის მომენტები, როდესაც ჩვენ უნდა ჩავრთოთ ყველა, ვინც შეგვიძლია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, რათა მათ ზეწოლა მოახდინონ აგრესორზე და ტერორისტზე - რუსეთის ფედერაციაზე, რომელმაც ამდენი შვილი მოიტაცა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთიდან უკრაინაში არასრულწლოვანთა დაბრუნების პროცესი ძალიან რთულია.

"გულწრფელად ვიტყვი, რომ ბავშვების დაბრუნების საკითხში უკრაინას მხოლოდ უკრაინა ეხმარება, ცუდი გზავნილები აქ არ არის. ამის გაკეთება უბრალოდ ძალიან რთულია. გაერო ცდილობს, ბევრს უნდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით შედეგები ცუდია. ამიტომ, ამ თხოვნით მივმართე ჩინეთის ლიდერსაც", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები