ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 23 ივლისს არის დაგეგმილი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ივლისს, თურქეთში იგეგმება.
State Of Play: "დღეს რუსტემ უმეროვთან განვიხილე გაცვლის მომზადება და თურქეთში რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა. უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი." - აღნიშნა ზელენსკიმ.
- გაზეთი Independent Turkce წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შესაძლოა ამ კვირაში სტამბოლში - ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შედგეს.
- უკრაინამ რუსეთს ამ კვირაში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარება შესთავაზა.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსტემ უმეროვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა.
- ზელენსკიმ უმეროვის ახალ თანამდებობაზე დანიშვნისას თქვა, რომ აუცილებელია რუსეთთან "მოლაპარაკებების პროცესის ინტენსიფიკაცია."
- "სტამბოლში მეორე შეხვედრის შეთანხმებები ამჟამად ხორციელდება. ამ პროცესში მეტი დინამიკაა საჭირო," - აღნიშნა მან.
Big Picture: კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი "ადასტურებს უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარებისადმი ინტერესს," თუმცა აღნიშნა, რომ "მოსალოდნელია მოსკოვისა და კიევის მემორანდუმებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლაა, რომლებიც ამჟამად დიამეტრალურად განსხვავდება."
- რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბოლში 2 ივნისს შედგა. მოლაპარაკებებზე რუსეთმა უკრაინას გადასცა მემორანდუმი მკვეთრად მიუღებელი ულტიმატუმების სიით.