ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ჯარში საგაზაფხულო გაწვევის გაუქმების შესახებ
11 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანება No230/2022-ს, რომლითაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საგაზაფხულო გაწვევა უქმდება.
განკარგულებით უქმდება უკრაინის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის ადრე დადგენილ ვადები აპრილ-ივნისში.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამხედრო სამსახურის ვადა ამოეწურათ, შეიძლება რეზერვში გადაიყვანო :არაუადრეს დემობილიზაციის დადგენილი წესით გამოცხადებამდე".
რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა 2022 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოში საყოველთაო მობილიზაცია უკვე გამოაცხადა.