ზელენსკიმ კოლომოისკის, რაბინოვიჩს და სხვა პირებს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა 10 ადამიანს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებას რამდენიმე პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სავარაუდოდ, ორშაბათს მოეწერა ხელი.

18 ივლისით დათარიღებული №502 ბრძანების ასლი, წყაროების დასახელების გარეშე, უკრაინის სახალხო დეპუტატმა იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშჩინადან" სერგი ვლასენკომ გამოაქვეყნა.

განკარგულებაში 10 ადამიანის სიაა, მათ შორის არის უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, პრო-რუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩი და დნეპროპეტროვსკის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გენადი კორბანი და სახალხო დეპუტატი ზელენსკის პარტიიდან იგორ ვასილკოვსკი.

ირიბად, დოკუმენტის ავთენტურობა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, "Укрзалізниці"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სერგეი ლეშჩენკომ დაადასტურა. იგი ვარაუდობს, რომ ვლასენკოს ასლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან გადაეცა, რათა მომზდდეს გადაწყვეტილებები რაბინოვიჩისა და ვასილკოვსკისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ.

ზელენსკიმ განკარგულებას ხელი რომ მოაწერა, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროები ZN.UA-საც უდასტურებენ. დადგენილება საიდუმლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პრაქტიკა, რომ არ გამოაქვეყნოს დადგენილებები ამნისტიისა და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

მსგავსი სიახლეები