ზელენსკიმ პრორუსული პარტიების აკრძალვის კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს. ამის შესახებ Telegram-ზე უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ოლგა სოვგირიამ (ფრაქცია "ხალხის მსახური") განაცხადა.
კანონი გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ამოქმედდება.
3 მაისს უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი No7172-1.
კანონპროექტი აფართოებს პოლიტიკური პარტიის სასამართლო წესით აკრძალვის საფუძვლების ჩამონათვალს. მათ ემატება გამართლება, კანონიერების აღიარება, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის უარყოფა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წარმოდგენა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც შიდა კონფლიქტი ან სამოქალაქო ომი, ასევე პრორუსი ბოევიკების ქმედებების გამართლება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დოკუმენტის მიხედვით, თუ უკრაინის პრეზიდენტი დაამტკიცებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რომელმაც შექმნა საპარლამენტო ფრაქცია უმაღლეს რადაში, ასეთი ფრაქციის საქმიანობა იმ მომენტიდან წყდება.
12 მაისს უკრაინის უმაღლეს რადაში არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის ფრაქციამ "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის".