ზელენსკიმ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. დოკუმენტი არეგულირებს კანაფის მიმოქცევას სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში.
ეს ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
13 თებერვალს "კანონი კანაფის მცენარეების მიმოქცევის რეგულირების შესახებ სამედიცინო, სამრეწველო მიზნებისთვის, სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობისთვის, რათა შეიქმნას პირობები კიბოს მკურნალობისა და ომის შედეგად გამოწვეული პოსტტრავმული სტრესული აშლილობების სამკურნალოდ ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად" დაბრუნდა პრეზიდენტის ხელმოწერით.
ახლა კანონი გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ ამოქმედდება.
2023 წლის 13 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ, ხოლო 2023 წლის 21 დეკემბერს - მეორე მოსმენით.
2023 წლის 22 დეკემბერს, იულია ტიმოშჩენკოს ფრაქცია "ბატკივშჩინამ" დაბლოკა კანონპროექტის ხელმოწერა. თუმცა, 16 იანვარს, პარლამენტმა გადალახა ეს წინააღმდეგობა.