ზელენსკის ოფისი: ისრაელის პრემიერს პრეზიდენტისთვის დანებება არ შეუთავაზებია
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პადალიაკი საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისრაელის პრემიერმა, ნაფტალი ბენეტმა ვოლოდიმირ ზელენსკის დანებება და რუსეთის პირობებზე დათანხმება შესთავაზა.
"ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს, სხვა პირობით შუამავალ სახელმწიფოებს არ მოუწოდებია უკრაინისთვის დათანხმებოდა რუსეთის ნებისმიერ პირობებს, ეს შეუძლებელია სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. პირიქით ისრაელი მოუწოდებს რუსეთს, უფრო ადეკვატურად შეაფასოს შექმნილი ვითარება",- წერს ზელენსკის მრჩეველი.
იმის შესახებ, რომ ისრაელის პრემიერმა ზელენსკის დანებება ურჩია ცნობები ისრაელის მედიაში გუშინ, 11 მარტს გავრცელდა.