ზელენსკის თქმით, უკრაინას გერმანიამ Patriot-ის კიდევ ერთი სისტემა გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot გადასცა.
ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენი საჰაერო თავდაცვა ძლიერდება. გერმანული Patriot ჩავიდა უკრაინაში, მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიას და შეერთებულ შტატებს ამ ნაბიჯისთვის. ცაში მეტის გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და ეს შორს არის გარანტირებული დაცვისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მეტი ძალაა უკრაინისთვის." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა СБУ-ს ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის მოხსენებაზე და "კარგ შედეგებზე კოლაბორაციონისტებთან დაპირისპირებაში."
"ასევე არის რაღაცეები, რაზეც ახლა საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. უბრალოდ არ ღირს. ეს ოკუპანტმა უნდა იგრძნონ" - დასძინა პრეზიდენტმა.