ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ჯამში 900 Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 1160 Shaed-136/131-ის დრონით შეუტიეს, მათგან თითქმის 900 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 მაისს განაცხადა.

"მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს, ჩვენი ცის ყველა დამცველს, ჩვენს დაზვერვას იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვა უფრო სწრაფად იხვეწება, ვიდრე რუსეთს აქვს დრო, შეცვალოს ტერორისტული ტაქტიკა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესების შედეგების მაგალითად, მან განადგურებული Shaed-136/131-ის კამიკაძე დრონების სტატისტიკა მოიყვანა, რომელსაც რუსეთი 2022 წლის ზაფხულიდან მასიურად იყენებს.

"თუ ავიღებთ, მაგალითად, რუსული ტერორის მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს - ირანულ Shahed-ს, მაშინ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩამოგდებული დრონების რაოდენობა თითქმის 900-ია. საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1160 Shahed გამოიყენეს. უმრავლესობა ჩამოვაგდეთ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები