ზელენსკის ტრასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ის უკრაინაში მიიწვია

6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასთან. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა.

"პირველი ვარ უცხოელი ლიდერებიდან, ვინც ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს ესაუბრა. მე ის უკრაინაში მოვიწვიე. მადლობა გადავუხადე დიდი ბრიტანეთის ხალხს უკრაინის თავდაცვით და ეკონომიკურ მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის მისი შემდგომი გაძლიერებისთვის. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების გარანტიებზე", - წერს ის.

ზელენსკის თქმით, ტრასთან საუბრისას ასევე განიხილეს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის საკითხი.

"ჩვენ შემდგომი ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე კოორდინირებულია. მიზანია აგრესიის შეჩერება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა ფორმატში", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.  

მსგავსი სიახლეები