ЗСУ-სთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღის დიდი ნაწილი გერმანიასა და პოლონეთშია
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე გერმანიისა და პოლონეთის სამხედრო საწყობებზეა, რაც დააჩქარებს გადაცემის პროცესს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი პირველი შეიარაღება, რომელსაც უკრაინა მიიღებს საარტილერიო ჭურვები იქნება.
მასალის ავტორების ცნობით, მას შემდეგ რაც შეიარაღება უკრაინის სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთს უკრაინელი ჩინოვნიკები შეეცდებიან შეიარაღების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილებას.
ამავდროულად, მოცულობითი დახმარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ შეიარაღების ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე ლოჯისტიკურად არც თუ მარტივი ოპერაცია იქნება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
აქედან გამომდინარე სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ამჟამინდელი უპირატესობა მყისიერად არ აღმოიფხვრება.
კონტექსტი
უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 7-თვიანი პაუზის შემდეგ, 20 აპრილს დაამტკიცა. დღეს პაკეტს კენჭს უყრიან სენატში, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სენატში მას მყარი უმრავლესობა უჭერს მხარს.
კიევში ვიზიტით მყოფმა კონგრესის საგარეო კომიტეტის წევრმა ბილ კიტინგმა განაცხადა, რომ ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა უფრო სწრაფად მიიღებს შეიარაღებას, ვიდრე ვინმე პროგნოზირებდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას ცნობით, შეიარაღების პირველი პარტია უკრაინამ შესაძლო უკვე აპრილის მიწურულს მიიღოს.
Politico-ს ინფორმაციით, პირველ პაკეტის ფარგლებში უკრაინა ჩვეულებრივზე უფრო მოცულობით სამხედრო დახმარებას მიიღებს. წყაროს ცნობით, საუბარია სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანებზე, საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და საარტილერიო ჭურვებზე.