
ახალი ამბები


გაერო: უკრაინა ერთ მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა
უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა პოლონეთში იმყოფება

ქრისტიან ტობირა საფრანგეთის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა
ტობირამ 500 არჩეული თანამდებობის პირის ხელმოწერის შეგროვება ვერ შეძლო, რაც არჩევნებში კენჭისყრის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს

გერმანიამ ალიშერ უსმანოვს $600 მილიონიანი იახტა ჩამოართვა
156 მეტრიანი იახტა, უსმანოვმა, 2016 წელს გერმანული გემთმშენებელი კომპანია Lürssen-გან 600 მილიონ დოლარად შეიძინა

კრუტისთან ბრძოლაში უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის 200 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს
1918 წელს, კრუტისთან, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დაახლოებით 400 მებრძოლი ბოლშევიკური არმიის შეტევას კიევზე ოთხი დღის განმავლობაში აჩერებდა

არესტოვიჩი: მათი არმიის სულელური შეცდომების გამო, ჩვენ მალე ინიციატივას ხელში ავიღებთ
არესტოვიჩის თქმით, უკვე მესამე დღეა, რუსეთის მცდელობები რომელიმე მიმართულებით წინსვლა ჰქონდეს, წარუმატებლად სრულდება

კულება: უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები 16 ქვეყნიდან მოდიან
კულებას თქმით, უკრაინამ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში 86 სახელმწიფო და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია გააერთიანა

NYT: რუსეთის არმიამ ხერსონი აიღო
ქალაქს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

.jpeg)
ომის ქრონიკა | დღე მეექვსე - მოკლედ
ომის მეექვსე დღე გაძლიერებული რუსული საარტილერიო და სარაკეტო იერიშის ფონზე წარიმართა. რუსული საოკუპაციო ძალები დედაქალაქისთვის ალყის შემორტყმას ცდილობენ - ჯერჯერობით უშედეგოდ

კვლევა: პოლონელების 90 %-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილების მიღებას მხარს უჭერს
64 პროცენტი კი რუსეთის დაწყებული ომის გამო დევნილი უკრაინელების დახმარებას პირადად აპირებს

უკრაინაში 70 იაპონელი მოხალისე გაემგზავრა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ადამიანებს მოუწოდა, უკრაინას მტერთან ბრძოლაში დაეხმარონ

'მოდით, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ' - ალექსეი ნავალნის მიმართვა რუსებს
ციხეში მყოფმა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა თანამოქალაქეებს უკრაინაში მიმდინარე ომის გასაპროტესტებლად მასშტაბური დემონსტრაციებისკენ მოუწოდა

ლიეტუვა რუსულ გემებს პორტების გამოყენებას აუკრძალავს
კლაიპედას პორტი ყველაზე ქვეყნის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პორტია