რუსებმა კიევთან სახმელეთო მოქმედებები შეწყვიტეს და თავდაცვით რეჟიმზე გადავდინენ

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა სამხედროებმა კიევის მიმართულებით ყველა სახის სახმელეთო მოქმედება გააჩერეს და თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, უკრაინელები რუსების გაძევებას ქალაქი ჩერნიჰევიდანაც ცდილობენ. 

რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ უკრაინელი სამხედროებმა ქალაქ მაკარივი რუსებისგან გაათავისუფლეს და უკან დაიბრუნეს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების არ უარყოფს. 

კიევის მიმართულებით სახმელეთო ქმედებების შეჩერბაზე CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების მაღალჩინოსანს ეფუძნება, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

მსგავსი სიახლეები