ინდოეთი: სასაზღვრო ესკალაციის ფონზე ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხდება

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პეკინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ვერ მოხდება, მანამ სანამ სადავო სასაზღვრო ზონაში დიდი რაოდენობით ჩინელი სამხედროებია მობილიზებული.

სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა ჩინელ კოლეგა ვან ისთან შეხვედრა ნიუ-დელიში 25 მარტს გამართა.

2020 წლის ივნისში ჩინეთსა და ინდოეთს შორის ჩრდილოეთ ჰიმალაის პროვინციაში სასაზღვრო შეტაკება მოხდა. შეტაკებაში 20 ინდოელი და 4 ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ინდოეთში ჩინელი უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი სასაზღვრო ესკალაციის შემდეგ პირველად გაიმართა.

ვან ი გავლენიან ინდოელ ფიგურას, პრემიერ-მინისტრის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ აჯიტ დოვალსაც შეხვდა.

ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის შესახებ მხარეებს ინფორმაცია წინასწარ არ გაუსაჯაროებიათ.

ინდოეთამდე ჩინელი დიპლომატი პაკისტანს ეწვია, რომელიც ჩინეთის ახლო მოკავშირედ ითვლება.

ჩინეთსა და ინდოეთს შორის 3500 კმ-ანი საზღვარი დემარკირებული არ არის. სასაზღვრო ტერიტორიების დიდი ნაწილი ნიუ-დელის და პეკინს შორის სადავო რჩება.

 

მსგავსი სიახლეები