ომის განმავლობაში რუსეთმა 59 უკრაინული რელიგიური შენობა დააზიანა
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დამპყრობლებმა 59 რელიგიური შენობა დააზიანა.
"დღეში საშუალოდ ორი, ჯამში კი მინიმუმ 59 რელიგიური შენობაა უკვე დაზიანებული უკრაინის მინიმუმ რვა რეგიონში: კიევში, დონეცკში, ჟიტომირში, ზაპოროჟიაში, ლუჰანსკში, სუმში, ხარკოვსა და ჩერნიხივში", - ნათქვამია განცხადებაში.
კულტურის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებლური ეკლესიებია.
"ასევე განადგურდა მეჩეთები, სინაგოგები, პროტესტანტული ეკლესიები, რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებები და რელიგიური ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული შენობები", - აცხედებენ სამინისტროში.
კულტურის სამინისტრომ უკრაინელებს მოუწოდა გააზიარონ ინფორმაცია დაზიანებული რელიგიური შენობების შესახებ "რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების დასასაბუთებლად".