ბაიდენი მხარს უჭერს რუსეთის ‘დიდი ოცეულიდან’ გარიცხვას
აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ (G20) გარიცხვას მხარს უჭერს.
ბაიდენის განცხადება ნატოს და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„დიდი ოცეული“ მთავრობათშორისი თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 19 ყველაზე მსხვილი ეკონომიკას და ევროკავშირს აერთიანებს.
„დიდ რვიანში“ (G8), რომელიც G20-ის მსგავსი თანამშრომლობის ფორმატია, რუსეთს წევრობა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუჩერეს.
რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება „დიდი ოცეულის“ სხვა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.