იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ვითარების ესკალაცია ომანში მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მოჰყვა, რომელშიც საუდის არაბეთის და ჰუსიტების წარმომადგენლები მონაწილეობენ

გერმანიამ კატართან თხევადი გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

„რუსული გაზი შესაძლოა წელს ისევ დაგვჭირდეს, მაგრამ მომავალში ეს შეიცვლება“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა

ევროპა: რუსეთის მოთხოვნების გამო ირანის ბირთვული შეთანხმება შეიძლება ჩავარდეს

მოსკოვი შეთანხმებაში გარანტიების ჩადებას მოითხოვს, რომლებიც რუსეთის ირანთან ვაჭრობას ევროკავშირის და აშშ-ს შესაძლო სანქციებისგან დაიცავს.

ირანმა ერაყში აშშ-ს საკონსულოს სიახლოვეს სარაკეტო იერიში მიიტანა

თეირანის განცხადებით, იერიში სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ განახორციელეს, რომლის შედეგადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი წევრი დაიღუპა

Axios: ქნესეთმა ზელენსკის მიმართვის მოსასმენად სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინული მხარე ქნესეთის სპიკერის გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებული“ დარჩა

WSJ: რუსეთი სირიელი დაქირავებულების უკრაინაში საბრძოლველად გადაბირებას ცდილობს

წყაროს თანახმად, მოსკოვს იმ სირიელების გაწვევა სურს, რომლებსაც ქალაქებში ბრძოლის გამოცდილება აქვთ

ისრაელი: ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ ირანი რევოლუციის გუშაგების ტერორისტების სიიდან ამოღებას ითხოვს

ისრაელი ბირთვული შეთანხმების აღდგენის მოწინააღმდეგეა და განახლებულ ხელშეკრულებას ხანმოკლე მომავალს უწინასწარმეტყველებს

თურქეთში ისრაელისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულ 16 პირს ასამართლებენ

ბრალდებულები - პალესტინის და სირიის მოქალაქეები - თურქეთის სადაზვერვო უწყებამ გასული წლის ოქტომბერში დააკავა.