ირანი რუთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს სამხედრო ტექნიკა მიჰყიდა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანიმ განაცხადა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა უკრაინაში ინტერვნეციამდე დაიწყო.

"და ამ მხრივ ბოლო დროს არანაირი კონკრეტული განვითარება არ ყოფილა", - დასძინა ქანაანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის პოზიცია უკრაინის ტერიტორიაზე ომთან დაკავშირებით "მკაფიოა და არაერთხელ გამოცხადდა ოფიციალურად".

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ-ამირ აბდოლაჰიანმა 13 ივლისს იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავს არიდებს ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინაში შემდგომი ესკალაცია, მათ შორის სამხედრო ტექნიკის მიწოდება.

აბდოლაჰიანმა დაადასტურა, რომ ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები აქვს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი არ დაეხმარება კონფლიქტში მონაწილე არცერთ მხარეს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 11 ივლისს განაცხადა, რომ ირანმა შეიძლება ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს რუსეთს.

მსგავსი სიახლეები