სუდანის სამხედრო ხუნტა: სამოქალაქო მთავრობის შექმნას წინ არ აღვუდგებით
სუდანის სამხედრო ხუნტის ლიდერი, გენერალი აბდალ ფათაჰ ალ-ბურჰანი აცხადებს, რომ არმია ქვეყანაში სამოქალაქო მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ბურჰანის განცხადებით, არმია პოლიტიკურ ჯგუფებს გარდამავალი, ტექნოკრატიული ხელისუფლების შექმნის საშუალებას მისცემს.
ხუნტის პოზიციის ცვლილება გასულ კვირაში პრო-დემოკრატიული მოძრაობის მასობრივ პროტესტს მოჰყვა, რომელიც ქვეყანაში სამხედრო მმართველობის დასრულებას მოითხოვს.
დემონსტრაციებს, რომლებიც სუდანის სპეცსამსახურებმა დაარბიეს, ცხრა ადამიანი ესმხვერპლა, 629 კი დაშავდა.
პროტესტის მონაწილეები ბურჰანის განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ.
იანვარში სუდანის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოქი გადადგა, რის შემდეგაც ძალაუფლების სადავეები სუდანის არმიამ სრულად აიღო.
ტექნოკრატი ჰამდოქი მთავრობის მეთაურის პოსტზე 2019 წელს დიქტატორ ომარ ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ დაინიშნა.