გაერო: სუდანი შეიძლება 800 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვოს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამოქალაქო ომის ფონზე, სუდანი შეიძლება 800 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვოს. ამის შესახებ The Hill წერს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი (UNHCR), სხვა მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად, "ემზადება, რომ 800 000-ზე მეტი ადამიანი შეიძლება გაიქცეს სუდანიდან მეზობელ ქვეყნებში", - დაწერა ტვიტერზე UNHCR-ის ხელმძღვანელმა ფილიპო გრანდიმ.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ თუ ძალადობა არ შეჩერდება, ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც იძულებული იქნებიან გაიქცნენ სუდანიდან უსაფრთხოების საძიებლად", - თქვა გრანდიმ.
სუდანში სამოქალაქო ომი ორ სამხედრო დაჯგუფებას შორის მიმდინარეობს. ორი ყოფილი მოკავშირე გენერლის ბრძოლას 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
სუდანის შეიარაღებული ძალების გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი სუდანის სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურ გენერალ მოჰამედ ჰამდან დაგალოსთან არის დაპირისპირებული.
UNHCR-ის ცნობით, სუდანი 50 000-მა ლტოლვილმა უკვე დატოვა.