მედვედევი: “ერთიანი რუსეთი” კომუნისტური პარტიის ბედს არ გაიზიარებს

“ერთიანი რუსეთი” არ გაიზიარებს კომუნისტური პარტიის ბედს, განაცხადა პუტინის პარტიის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევმა.

“მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პარტია არასდროს დაასრულებს საქმიანობას ისე, როგორც კომუნისტურმა პარტიამ, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ხალხის წინაშე ვართ პასუხისმგებელი,” - თქვა მედვედევმა.

მან ასევე მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად ესაუბრონ მოსახლეობას პარტიის მიღწევებზე, რადგან “ყველაფერი დავიწყებულია”. 






მსგავსი სიახლეები