უკრაინის არმიამ ზაპორიჟიაში რუსეთის თავდაცვის ძირითად ხაზებს მიაღწია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახლებული კონტრიერიშის დაწყების შემდეგ სავარაუდოდ ზაპორიჟიაში რუსეთის თავდაცვის ძირითად ხაზებს მიაღწია.

ЗСУ-მ ზაპორიჟიისა და დონეცკის საზღვარზე, დასახლება სტარომაიორსკოე დაიბრუნა

კონტრიერიშის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებული მეათე დასახლებული პუნქტია.

უკრაინის არმიამ ბახმუტთან სავარაუდოდ 2 მნიშვნელოვანი დასახლება დაიბრუნა

საუბარია ანდრეევკასა და კლიშიივკაზე, რომელთა კონტროლიც ბახმუტში მდებარე რუსული გარნიზონის ალყაში მოსაქცევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

დღეიდან რუსეთში სამხედრო მობილიზაცია საპენსიო ასაკის ხალხსაც შეეხება

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლი ეტაპობრივად აფართოებს იმ პირთა სიას, რომელსაც მობილიზაცია ეხება

სირსკი: ბახმუტის დასაბრუნებლად ყველა პირობა არსებობს

"რუსეთის ჯარების მდგომარეობა ბახმუტში შეგვიძლია ისრის წვერს შევადაროთ, ისინი ნახევარალყაში იმყოფებიან. ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ამ მდგომარეობით არ ვისარგებლოთ",- ამბობს გენერალი.

ოკუპირებული ყირიმის პოლიგონზე ЗСУ-ს დარტყმის შემდეგ მასშტაბური ხანძარია

"ამ საათისთვის ჩვენი საბრძოლო მასალების საწყობები და სამეთაურო შტაბები პირადი შემადგენლობით ერთი მეორეს მიყოლებით ფეთქდება."

"ყველაზე დაცული ობიექტი"- შეცვლის თუ არა ყირიმის ხიდის აფეთქება ომის მსველობას

ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი დარტყმა დამატებითი ტვირთი იქნება ოკუპირებული ნახევარკუნძულის ისედაც საკმაოდ დატვირთულ უსაფრთხოების სისტემაზე.

აფეთქება ყირიმის ხიდზე - რა ვიცით

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ყირიმის ხიდზე მომხდარი მეორე აფეთქებაა - პირველად ხიდი გასული წლის ოქტომბერში დეტონატორით დატვირთული სატვირთო ავტომობილის მეშვეობით ააფეთქეს.

ბაიდენი: პუტინმა ომი წააგო, უკრაინა ნატოში იქნება

"დღეს აღარ დგას საკითხი გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, არამედ დგას საკითხი თუ როდის გახდება უკრაინა ნატოს წევრი",- განაცხადა ბაიდენმა.