ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე: ჩემი მისია შესრულებულია

უნგრელი ლიდერის თქმით, მისი მისია შესრულებულია, რადგანაც უკრაინის დასახმარებლად უნგრეთის ფული არ დაიხარჯება.

ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის პარალელურად ფერმერები პროტესტს მართავენ

აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.

ბორელი: მარტისთვის ევროკავშირი უკრაინას 500 ათას ჭურვს მიაწვდის და არა დაპირებულ მილიონს

Reuters დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით წერდა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2024 წლის გაზაფხულისთვის უკრაინას დაპირებული მილიონი საარტილერიო ჭურვიდან მხოლოდ 480 000 გადასცეს.

მიროსლავ ლაიჩაკი სერბეთსა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მოუწოდებს

მირსოლავ ლაიჩაკმა შეხვედრები ჯერ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, შემდეგ კი კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დროებით მთავრობას ეთნიკური ალბანელი უხელმძღვანელებს

საპარლამენტო არჩევნებამდე ჩრდილოეთ მაკედონიის დროებით მთავრობას, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ეთნიკური ალბანელი, თალატ ჯაფერი უხელმძღვანელებს.

სლოვაკეთში რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ აქციები იმართება

”ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ზეწოლას. ჩვენ დავიცავთ სამართლიანობასა და თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში“, - მიჰაუ შიმეჩკა.