პალესტინის აღიარების პასუხად ისრაელი დასავლეთ ნაპირის ანექსიას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და კანადის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სექტემბრის მიწურულს გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ.

ისრაელმა ირანელი მაღალჩინოსნების მდებარეობა მათი მცველების ტელეფონებით დაადგინა - NYT

გამოცემა წერს, რომ ირანმა ისრაელის მიერ მათი ლიკვიდაციის საფრთხის გამო, თანამდებობის პირების უსაფრთხოება გააძლიერა.

ირანელი მაღალჩინოსანი: ომის დროს რუსეთი ისრაელს სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდა

მანამდე დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ირანის დახმარება ისრაელთან კონფლიქტში, თეირანის ოფიციალურ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული

თელ-ავივში პენსიაზე გასული სამხედროები ნეთანიაჰუს ომის პოლიტიკას აპროტესტებენ

ვეტერანი მფრინავებისა და სამხედროების ამ ჯგუფმა, საპროტესტო დემონსტრაცია აპრილშიც გამართა, მაშინაც, მთავარი მოთხოვნა იგივე იყო - მძევლების დაბრუნება, თუნდაც საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ.

ეგვიპტე ისრაელისგან 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირს შეისყიდის

ივნისში ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დროს, უსაფრთხოების მიზეზებით, "ლევიათანის" საბადოდან გაზის ექსპორტი შეჩერებული იყო.

უიტკოფი: აშშ-ს დელეგაციამ ისრაელისა და ჰამასის მოლაპარაკებები დატოვა

ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ ჰამასი ნელა რეაგირებდა ახალ წინადადებებზე, რადგან ღაზაში მყოფ ლიდერებთან კომუნიკაცია უჭირდა.

აჰმედ ალ-შარაა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს შეხვდა

უცხოური წყაროების თანახმად, ისრაელმა უკვე გამოიყენა სირიის საჰაერო სივრცე ირანის სამიზნეებზე თავდასხმებისთვის, რაც მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არაფორმალურ კოორდინაციაზე.

ბირთვული სააგენტოს შეფი: ირანს ურანის გამდიდრების განახლება თვეებში შეეძლება

ამის შესახებ რაფაელ გროსიმ СBS-თან საუბარში განაცხადა - მიუხედავად ამისა, გროსის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამამ ისრაელისა და შეერთებული შტატების დარტყმების შედეგად "სერიოზული ზიანი" მიიღო.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ სირია აბრაამის შეთანხმებას შეუერთდება

აპრილში ამერიკელ კონგრესმენ კორი მილსს აჰმედ ალ-შარაამ განუცხადა, რომ სირია მზადაა, შესაბამისი პირობებით შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს.