2014 წლის შემდეგ პირველად სი ძინფინგი სინძიანის პროვინციას ეწვია
ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინი სინძიანის პროვინციას ესტუმრა.
რეგიონი ეთნიკური უმცირესობითაა დასახლებული, სინძიანი ჩინეთის ყველაზე რეპრესირებული რეგიონია, სადაც ათი ათასობით მუსლიმი დროებითი მოთავსების ე.წ. გადამზადების ბანაკებში იმყოფებიან, რეგიონში სახელმწიფოს საყოველთაო მეთვალყურეობის რეჟიმში ცხოვრობს.
15 ივლისს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ეთერში გავიდა დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო კადრები, რომელზეც პროვინციის დედაქალაქ ურუმჩიში მყოფი სი ძინფინი სხვადასახვა დაწესებულებებს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ესტუმრა ერთ-ერთი სკოლის საკლასო ოთახს, მუზეუმს და ბაზრობას. კადრებში ჩანს, რომ სი ძინფინგის ადგილზე ხვდებიან ტრადიციული უიღურულ სამოსში ჩაცმული ადამიანები.
მოგვიანებით ტელევიზიით გავიდა მოკლე კლიპი, რომელზეც ასახულია სი ძინფინგის სტუმრობა ქალაქ შიჰეზიში, აქ ჩინეთის ლიდერი სინძიანის სამშენებლო კომპანიის ობიექტს ეწვია. კომპანია სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კვაზი-სამხედრო კორპორაციას წარმოადგენს, რომელიც გასულ წლებში დასავლური სანქციების სამიზნეც იყო.
ვიზიტის წინ უძღოდა სი ძინფინის გაუჩინარება ტელევიზიბიდან - სინძიანში მოულოდნელი ვიზიტით სი ძინფინი პირველად გამოჩნდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ამგვარი სატელევიზიო პაუზა ძალიან იშვიათია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც წესი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ინფორმაციას სი ძინფინგის ვიზიტების შესახებ მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ ავრცელებს.
ვიზიტი საინტერესოა იმითაც, რომ ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობა უნდა გაიმართოს, რომლის შედეგადაც სი ძინფინი შეეცდება მესამე საპრეზიდენტო ვადაზე იყაროს კენჭი.
მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის პოსტზე 2 ხუთწლიანი ვადის ლიმიტი მოქმედებდა, თუმცა საკონსტიტუციო შეზღუდვა პარტიის 19-ე ყრილობაზე 2017 წელს გაუქმდა.
სინძიანში ვიზიტის წინ უძღოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში სი ძინფინგის პირველი ვიზიტი მატერიკული ჩინეთის ფარგლებს გარეთ - ჩინეთის ლიდერი ორდღიანი ვიზიტით ჰონგ-კონგში იმყოფებოდა.
სი ძინფინგი სინძიანში ბოლოს 2014 წელს იმყოფებოდა, იმ დროს რეგიონში პერიოდულად ძალოდობრივი ინციდენტები და შეტაკებები ფიქსირდებოდა.
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სამოქალაქო მღელვარება რეგიონში მცხოვრებ და სეპარატისტულად განწყობილ უიღურებს დააბრალა, რასაც რეგიონში არმიის ნაწილების შეყვანა და "კონტ-ტერორისტული ოპერაციის" დაწყება მოჰყვა.
წლების განმავლობაში ჩინეთის ლიდერი სინძიანის პრობლემისგან დისტანცირებას არჩევდა. ბოლო პერიოდში სი ძინფინგი ცდილობს ძირითადად იმ საკითხების ირგვლივ აქტიურობას, რაც ქვეყნის ერთიანობას ეხება.
ლიდერის დახვედრის ერთ-ერთ ცერემონიაზე, სცენაზე, რომელზეც უიღურების ტრადიციულ სამოსში მოცეკვავეების ფონზე ჩანს ბანერი, შემდეგი შინაარსის წარწერით - "ყველა ეთნოსი ერთი დიდი მოსიყვარულე ოჯახის წევრია, რომლებიც კოლექტიურად აშენებენ ჩინეთის ოცნებას მხურვალე გულით". ცნობილია, რომ ეს სი ძინფინგის ერთ-ერთი ფავორიტი ლოზუნგია.