2022 წელს აშშ-დან ევროკავშირში თხევადი გაზის ექსპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა

ამერიკიდან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 117.4 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს მოხსენებაში ვკითხულობთ, რომელიც 21 მარტს გამოქვეყნდა.

მოხსენების ავტორები წერენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ევროპაში -  47.8 მლნ კუბური მეტრი თხევადი გაზი შეიტანა.

"აშშ-დან თხევადი გაზისა და ნედლი ნავთობის ექსპორტი, არსებითად გაიზარდა 2021 წლის უკვე მაღალ მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება თხევად გაზს, ამერიკის ექსპორტი ასევე მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებში, რადგან რუსეთმა შეზღუდა ბუნებრივი აირის მიწოდება." - წერენ ამერიკელი ეკონომისტები.

Financial Times იანვარში წერდა, რომ 2022 წლის ბოლოს, ევროკავშირი გახდა თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მყიდველი მსოფლიოში და გაუსწრო ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ აღნიშნა, რომ გასული წლის ივნისში, ამერიკულმა თხევადმა გაზმა ევროპაში პირველად გადააჭარბა გაზპრომის გაზს.

მსგავსი სიახლეები