2022 წლის პირველ კვარტალში გაზპრომის ექსპორტი 26%-ით შემცირდა

2022 წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში რუსეთის სახელმწიფო გაზის ექსპორტიორი მონოპოლისტის, გაზპრომის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით შემცირდა. 

ამის შესახებ გაზპრომის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. 

აღნიშნულ პერიოდში გაზპრომის მიერ მოპოვებული გაზის მოცულობამ 155.9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია. 

3.6%-ით არის შემცირებული კომპანიის შიდა ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობაც. 

გაზრდილია ჩინეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის ციმბირის ძალის დატვირთვა. 

მიუხედავად ამისა ბუნებრივი აირის ფასებმა ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე ისტორიული რეკორდი განაახლეს. გასული წლების მინიმუმზეა, ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავებში შემორჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობაც. 

უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან ევროპული სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციაზე. 

მსგავსი სიახლეები