26 თებერვალს უკრაინამ 7 რუსული თვითმფრინავი და 11 შვეულმფრენი ჩამოაგდო

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსი ოკუპანტების 18 მფრინავი ობიექტი. ამის შესახებ ინფრომაცია 26 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა.

"დღის განმავლობაში ოკუპანტებმა დაკარგეს სამი Su-30SM, 11 შვეულმფრენი, ორი Su-25, ორი IL-76MD, შეიაღებით დატვირთული კოლონა და საწვავის გადამტანი მატარებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, რომ მეორე ჩამოგდებულ სამხედრო სატრანსპორტო Il-76-ს, ისევე როგორც პირველს, სადესანტო ძალები გადაჰყავდა.

"მტრის ავიაცია გაანადგურეს სუ-27-ის პილოტებმა და S-300 და Buk-M1 საზენიტო-სარაკეტო სისტემების საბრძოლო ეკიპაჟებმა. უკრაინის საჰაერო ძალების Su-24M ბომბდამშენმა მოწინააღმდეგის სამხედრო კოლონა დაბომბა", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები