28 მარტს უკრაინელებმა რუსების 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

ორშაბათს, 28 მარტს, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

"დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს რუსი დამპყრობლების რვა თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი, ოთხი დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა." - ნათქვამია განცხადებაში.

"საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის დაბომბვას სხვადასხვა მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები