$5 მილიარდიანი დახმარება არგენტინას: ხავიერ მილეის რეფორმების მხარდასაჭერად

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) არგენტინას $4.7 მილიარდით დაეხმარება, რისი მიზეზიც ხავიერ მილეის, ახლად არჩეული პრეზიდენტის ეკონომიკური რეფორმებია, რაც ძირითადად ხარჯების მკვეთრ შემცირებაში გამოიხატება. 

"მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენისთვის, გვსურს დავეხმაროთ ახალ ადმინისტრაციას,"- ნათქვამია IMF-ის განცხადებაში. 

ხავიერ მილეი პრეზიდენტად დეკემბერში აირჩიეს, იგი საკუთარ თავს "ანარქო-კაპიტალისტად" მოიაზრებს, თუმცა მიმომხილველები ლიბერტარიანელად მიიჩნევენ. მან არაერთხელ განაცხადა, რომ შეამცირებს საბიუჯეტო ხარჯებს, რაც ხელს შეუწყობს, არგენტინაში, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისის დასრულებას. 

არგენტინა სიდიდით მესამე ეკონომიკაა კონტინენტზე, სადაც წლიური ინფლაცია 200%-ზე მაღალია. 

53 წლის პრეზიდენტმა, საკუთარი მანდატის გამოყენება, საწვავსა და  ტრანსპორტზე არსებული სუბსიდიების შემცირებით, მინისტრთა კაბინეტის განახევრებით, ასობით კანონის გაუქმებითა და ეკონომიკის დერეგულირებით დაიწყო. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ამ გადაწყვეტილების პარალელურად, არგენტინის ქვედა პალატაში დაიოწყო მილეის "დიდი რეფორმების" განხილვა, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკისა და პირადი ცხოვრების სფეროებში.  

ხაზგასასმელია, რომ არგენტინის პრეზიდენტს წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა არ ჰყავს, შესაბამისად, მისი ცვლილებების გატანა მარტივი არ იქნება.  

მსგავსი სიახლეები