მელონიმ ხავიერ მილეის იტალიის მოქალაქეობა მიანიჭა

ჯორჯა მელონის მთავრობამ არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის იტალიის მოქალაქეობა მიანიჭა.

არგენტინის ლიბერტარიანელი პრეზიდენტი მილეი რომში მელონის პარტიის, "იტალიის ძმების" ყოველწლიურ ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა.

მისი ბებია და ბაბუა იტალიელები იყვნენ. ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისში არგენტინაში ემიგრაციაში წავიდნენ და რამდენიმე თვის წინ მილეიმ განაცხადა, რომ ის "75%-ით იტალიელია."

იტალიის მოქალაქეობა მიიღო მელონის დამ და მისმა მთავარმა მრჩეველმა კარინე მილეიმ.

ოპოზიციური პარტია +Europa-ს დეპუტატმა რიკარდო მაგიმ განაცხადა, რომ მილეისთვის მოქალაქეობის მინიჭება იყო "შეურაცხყოფა" და "აუტანელი დისკრიმინაციის აქტი ამდენი ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც მას მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მიიღებენ."

ნატურალიზაციით მოქალაქეობის მისაღებად უცხოელებს ამჟამად 10 წელი სჭირდებათ იტალიაში ცხოვრება. იტალიაში დაბადებული უცხოელების შვილებს კი არ აქვთ უფლებამოსილება მოქალაქეობის მისაღებად 18 წლამდე გააკეთონ განაცხადი.

ოპოზიციური პარტიები და მიგრაციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანიას აწარმოებენ ვადის ხუთ წლამდე შემცირების მიზნით, მაგრამ მელონის მმართველი კოალიცია წესების ყოველგვარი შემსუბუქების წინააღმდეგია.

მსგავსი სიახლეები