უკრაინა: 6 მაისს დონბასში რუსების 10 შეტევა მოვიგერიეთ
ორშაბათს, 6 ივნისს, 21:00 საათისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალები ორ ლოკაციაზე იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფება ფეისბუქზე ავრცელებს.
"უკრაინელმა დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფის მებრძოლებმა დღეს მტრის 10 თავდასხმა მოიგერიეს. ბრძოლა გრძელდება ორ ლოკაციაზე. ჩვენი მამაცი მეომრები ზიანს აყენებენ რუს დამპყრობლების ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას", - ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა შეადგინა ერთი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ორი ჯავშანმანქანა, ერთი სამხედრო მანქანა და საბრძოლო მასალის ორი საცავი.
"საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა უკრაინის დონბასის ცაზე ჩამოაგდეს "ორლან-10" ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი", - განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.
5 ივნისს უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში მტრის შვიდი თავდასხმა მოიგერიეს, ხოლო ხუთი შეტევა 4 ივნისს.