"ახმატის" მეთაური კურსკის ჩავარდნაში სამინისტროს ხელმძღვანელებს ადანაშაულებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, აპტი ალაუდინოვი კურსკის ჩავარდნაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს ადანაშაულებს.
ამის შესახებ ალაუდინოვმა Z-ბლოგერ, სიმიონ პეგოვთან ინტერვიუში განაცხადა.
"მოწინააღმდეგე ძალიან სერიოზულად ემზადებოდა ამ აქციისთვის. მოდით პირდაპირ ვისაუბროთ - ჩვენ ვითვლიდით პლიუსებს და მინუსებს, ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ხოლო შემდეგ გამოვიდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ზოგი ხელმძღვანელი იმდენს იტყუებოდა, რომ საკუთარი თავიც მოიტყუეს"- ამბობს ალაუდინოვი.
გარდა ამისა, ახმატის მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალები კარგი მომზადებისთვის "შეაქო" და გააკრიტიკა "ზოგიერთი რუსი მეთაური."
ალაუდინოვის თქმით, კურსკის ოლქის დაკარგულ ტერიტორიების დაბრუნება მალე ვერ მოხერხდება და ამას როგორც მინიმუმ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
კონტექსტი
კურსკში უკრაინული დანაყოფების სწრაფი გარღვევის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის კრიტიკით გამოვიდნენ დიდი აუდიტორიის მქონე Z-ბლოგერებიც.
თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული მსხვილი ტელეგრამ არხის, რიბარის ცნობით, ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაური, ესედულა აბაჩევი ვალერი გერასიმოვს აფრთხილებდა ЗСУ-ს მოსალოდნელი ოპერაციისა და გეგმის შესახებ, რომლის მიზანიც ბელგოროდის იზოლირებაა.
ამავე წყაროების ვერსიით, გერასიმოვმა დაზვერვა "პანიკიორობაში" დაადანაშაულა და მიუთითა ქვეშერმდომებს, რომ არ წამოგებულიყვნენ მტრის დეზინფორმაციაზე.
7 აგვისტოს ვალერი გერასიმოვი ვლადიმირ პუტინისა და ძალოვანი უწყებების თათბირში მონაწილეობდა. პუტინისა და გესამივოსი გარდა თათბირში მონაწილეობდნენ, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი.
"რუსეთის არმიამ შეძლო უკრაინული დანაყოფების წინსვლის შეჩერება - ოპერაცია დასრულდება მოწინააღმდეგის განადგურებით და სახელმწიფო საზღვრებზე გასვლით"- განაცხადა თათბირზე გერასიმოვმა.