ახმეტოვი: მთელი გულით ვუსურვებ უკრაინას მალე გაიმარჯვოს
ყველაზე მდიდარმა უკრაინელმა, დონეცკის "შახტარის" პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა გუნდის გულშემატკივრებს 86 წლის იუბილე მიულოცა, სწრაფი გამარჯვება და მშვიდობიან, უკრაინულ დონეცკში დაბრუნება უსურვა.
"მთელი გულით ვისურვებ, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, შახტარი დაუბრუნდეს დონეცკს მშვიდობიან უკრაინაში და ერთად აღვნიშნოთ კლუბის შემდეგი დაბადების დღე ჩვენს დონბას არენაზე", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა.
ახმეტოვმა მადლობა გადაუხადა კლუბის ყველა თანამშრომელს ომის დროს უკრაინელების დახმარებისთვის. კლუბმა გახსნა მიგრანტთა ცენტრი ლვოვის არენაზე, გუნდი ატარებს საქველმოქმედო მატჩებს მთელ ევროპაში, აგროვებს თანხებს უკრაინელების მხარდასაჭერად და მთელ მსოფლიოს უყვება სიმართლეს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
"ამ რთულ დროს ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება და დავაჩქაროთ უკრაინის გამარჯვება", - განაცხადა ახმეტოვმა.
რინატ ახმეტოვი ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფორბსის ვერსიით ოლიგარქის ქონება 7.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
უკრაინული Forbes-ის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მდიდარმა უკრაინელმა რინატ ახმეტოვმა 72 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინის შეიარაღებული ძალების და ომის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული პროგრამების მხარდასაჭერად.