ახმეტოვი უკრაინაში ბრუნდება და 16 თებერვალს მარიუპოლში ჩავა

უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი 30 იანვარს ევროპაში გაემგზავრა და მალე სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ 14 თებერვალს მისმა პრესმდივანმა ანა ტერეხოვამ განაცხადა.

"ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მოგზაურობა. უახლოეს მომავალში ის აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში", - თქვა მან.

ტერეხოვამ სააგენტო ინტერფაქს-უკრაინას განუცხადა, რომ ბიზნესმენი ამ კვირაში - 16 თებერვალს დაბრუნდება.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, სწორედ ამ დღეს გეგმავს რუსეთი უკრაინაში შეჭრას. ახმეტოვის პრესმდივნის განმარტებით, ყველაზე მდიდარი უკრაინელი ამავე დღეს დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლში ჩასვლას გეგმავს.

ახმეტოვი ზღვისპირა ქალაქში მეტალურგიულ ქარხანას ფლობს.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, 30 იანვარს უკრაინა 30-მა ცნობილმა ბიზნესმენმა და 20-მა დეპუტატმა კერძო თვითმფრინავებით დატოვა.

ქვეყნიდან გასული უმაღლესი რადის წევრების უმრავლესობა პრო-რუსული "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" წარმომადგენლები არიან.

ახმეტოვი ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფორბსის ვერსიით ოლიგარქის ქონება 7.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

 

მსგავსი სიახლეები