ალ-კაიდა მალიში: რუსული ‘ვაგნერის’ მებრძოლები დავატყვევეთ

მალიში მოქმედი ისლამისტი ექსტრემისტების დაჯგუფება, რომელიც ალ-კაიდასთან მჭიდრო კავშირშია, აცხადებს, რომ რუსული ვაგნერის მებრძოლები დაატყვევეს.

JNIM-ს სახელით ცნობილი ისლამისტური კოალიცია ამბობს, რომ დაქირავებული რუსი სამხედროები სეგუში, ცენტრალური მალის მთიან რეგიონში, დაიჭირეს.

სხვადასხვა ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკულ ქვეყანაში რუსული სამხედრო დაჯგუფების 1000-მდე მებრძოლი იმყოფება, რომლებიც ადგილობრივ ხუნტასთან თანამშრომლობენ.

ვაგნერის წევრებს მალის ქალაქ მურაში 300-მდე მშვიდობიანი პირის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

მალის ხუნტა რუსეთთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაგნერის არცერთი მებრძოლი არ იმყოფება.

ვაგნერის დაჯგუფების სამხედროები აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში იბრძვიან.

დასავლური სადაზვერვო სამსახურების თანახმად, რუსეთმა დონბასის იერიშის დაწყებამდე ოკუპირებულ რეგიონში ვაგნერის ასობით მებრძოლი გადასხა.

 

მსგავსი სიახლეები