ალიევი: სამწუხაროდ რუსეთი ყარაბაღში არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმოქმედობით ყარაბაღში. 

წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

ალიევის თქმით, სომხეთი არ ასრულებს 2020 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული საზავო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არ გაჰყავს თავიის სამხედრო დანაყოფები ყარაბაღის ტერიტორიიდან. 

ალიევის თქმით, ვითარება ვერ განმუხტა საკითხში რუსეთის სამინისტროს ჩართვამ - "ეს საკითხი არაერთხელ წამოვწიეთ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან და მათ შორის რუსეთის ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსთან. რუსი მაღალჩინოსენი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს დაჰპირდა, რომ ივნისამდე სომხური შენაერთები დატოვებდნენ ყარაბაღის ტერიტორიას, თუმცა უკვე ივლისია და საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის". 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი 2020 წლის ნოემბერსი გაფორმებული შეთანხმების მონაწილეა, თუმცა სამწუხაროდ სომხეთს არ აიძულებს შეასრულეს ვალდებულებები, რომელიც მკაფიოდ არის დაფიქსირებული შეთანხმების ტექსტში. 

ალიევი ამ შეთანხმებას "სომხეთის კაპიტულაციის" დოკუმენტს უწოდებს. 
"ჩვენ გამარჯვებული ქვეყანა ვართ, ჩვენ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა. თუ სომხეთს არ სურს გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ამის შესახებ მკაფიოდ უნდა გვითხრან. როგორი იქნება ჩვენი პასუხი? შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი ახლა უადგილო იყოს". 

საუბარია სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ერევანმა და ბაქომ მოსკოვის შაუმავლობით გააფორმეს, მას წინ უძღოდა ხუთკვირიანი ომი, რომელშიც აზერბაიჯანმა პრაქტიკულად სრული კონტროლი აღადგინა ყარაბაღზე და მის ირგვლივ მდებარე 5 პროვინციაზე, რომელსაც სომხეთი ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ აკონტროლებდა. 

სამშვიდობო შეთანხმების შედეგად ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო დანაყოფების 2 000 კაციანი დანაყოფი შევიდა. მიუხედავად ამისა, რეგიონში დაძაბული ვითარებაა - პერიოდულად მხარეებს შორის სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობს.  

მსგავსი სიახლეები