"ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ",- პესკოვის შვილმა ომში წასვლაზე უარი თქვა

ალექსეი ნავალნის იუთუბ არხის წამყვანმა დმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში დაურეკა კრემლის პრესსპიკერის შვილს, ნიკოლაი პესკოვს და თავი სამხედრო კომისარად წარმოუდგინა.

ნიზოვცევმა მობილიზაციის წესების თანახმად პესკოვის შვილს კომისარიატში მისვლა და რეზერვსიტად გაფორმება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. 

"არა, რა თქმა უნდა ხვალ დილის 10 საათზე მე არ მოვალ. თუ თქვენ იცით, რომ მე ბატონი პესკოვი ვარ, თქვენ უნდა ხვდებოდეთ რამდენად არასწორი იქნება ჩემი მანდ მოსვლა. მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ",- თქვა პესკოვის ვაჟმა. 

პესკოვის თქმით, მას არ აქვს სამშობლოს დასაცავად წასვლის პრობლემა, თუმცა მისი გაწვევის მიზანშეწონილობა გაუგებარია. 

ნიზოვცევის კითხვას მზად არის თუ არა, რომ მოხალისედ ჩაეწორს, ნიკოლაი პესკოვი უარით პასუხობს. 

ნიკოლაი პესოკოვი 32 წლის, რუსეთის არმიის თადარიგის ოფიცერია. 2010-2012 წლებში პესკოვი რუსეთის სტრატეგიულ ძალებში მსახურობდა და მონაწილეობა აქვს მიღებული 9 მაისის გამარჯვების აღლუმზეც. 

მოგვიანებით ნიკოლაი პესკოვი პროპაგანდისტული RT-ის კორესპონდენტად დასაქმდა. 2022 წლის 11 მარტს აშშ-ში ნიკოლაი პესკოვი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა. 

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ. 

უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ. 

20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. 

მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სეტქემბრის პერიოდში ჩატარდება. 

მალევე დონბასის ე.წ. რესპუბლიკებს შეურთდნენ რუსი კოლაბორანტები ოკუპირებულ ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქებში. რეფერენდუმი აქაც იმავე თარიღებში ჩაინიშნა.

მალევე დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.

გუშინვე რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სამხედრო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ცნებას ამკვიდრებს. 

უკვე საღამოს ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს.

მსგავსი სიახლეები