ამერიკამ და ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს

აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქცირებულთა სიაში შედის ათობით ფიზიკური და იურიდიული პირი. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო ხაზინა ავრცელებს

გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, ელვირა ნაბიულინას სანქციები დაუწესა.

სანქციები თითქმის მაშინვე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და დონბასის სეპარატისტული "რესპუბლიკების", ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს კოლაბორაციონისტმა ე.წ. "მეთაურებმა" მოსკოვში რეგიონების რუსეთთან შეერთების შესახებ "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს.

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები