რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ამერიკამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა

31 იანვარს, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის, სანქციების სიაში შვიდი ირანული ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, იმ ორგანიზაციების სია, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესდება, ოფიციალურად 1 თებერვალს გამოქვეყნდება.

ამერიკის ხმის ცნობით, სიას დაემატა შემდეგი ირანული კომპანიები: "თვითმფრინავის ძრავების დიზაინი და წარმოება", "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალები", "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის კვლევისა და თვითკმარობის ჯიჰადის ორგანიზაცია", კომპანია "ოჯე პარვაზ მადო ნაფარ", "პარავარ პარს", "ყუდსის საავიაციო წარმოება" და "შაჰედის საავიაციო წარმოება."

თავის მხრივ, 30 იანვარს ევროკავშირმა სანქციების სიაში დაამატა ირანის სახელმწიფო კორპორაცია Iran Aircraft Manufacturing Industries Corporation (HESA), რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები