ამერიკამ უკრაინას დასავლური იარაღით ყირიმის დაბომბვის უფლება მისცა - Politico

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს დასავლური იარაღით უკრაინის სამხედრო დარტყმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ობიექტებზე, თუ ამას უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩათვლის საჭიროდ. ამის შესახებ Politico აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით 17 აგვისტოს წერს.

გამოცემის თანამოსაუბრემ თეთრ სახლში აღნიშნა, რომ სახელმწიფოები "არ ირჩევენ მიზნებს" და ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას გადაეცა, თავდაცვისთვის არის განკუთვნილი.

ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, ნებისმიერი მიზანი, რომლის განადგურებასაც უკრაინელი სამხედროები გადაწყვეტენ "სუვერენულ უკრაინულ მიწაზე, განსაკუთრებით თავდაცვაის მიზნით, ლეგიტიმურია".

"ყირიმი უკრაინაა", - თქვა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico-სთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გზავნილი უკვე მივიდა კიევში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვს ყირიმში მტრულად განწყობილი სამხედრო ობიექტები დაბომბოს ისე, როგორც სხვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამიზნეები.

მსგავსი სიახლეები