ამერიკამ უკრაინას რადარების საწინააღმდეგო რაკეტები გადასცა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რადარების საწინააღმდეგო რაკეტები გადასცა. ამის შესახებ მან 8 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"დახმარების პაკეტებში ჩვენ შევიტანეთ არაერთი რადარის საწინააღმდეგო რაკეტა, რომლებიც შეიძლება უკრაინულმა თვითმფრინავებმა ისროლონ, რაც ააფეთქებს რუსეთის რადარებს და სხვა სამიზნეებს", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საჰაერო ძალებისთვის გაგზვნილ აშშ-ს დახმარებაზე.

მან არ დააკონკრეტა გაგზავნილი რაკეტების რაოდენობა და ტიპი.

CNN-თან საუბარში პენტაგონის სპიკერმა თქვა, რომ საუბარია AGM-88 მაღალსიჩქარიან რადარის საწინააღმდეგო რაკეტებზე (HARM).

რადარის საწინააღმდეგო რაკეტები ადრე არ ჩანდა უკრაინისთვის გადაცემული სახმედრო დახმარების ღია სიაში. თუმცა, ივლისის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ასეთ იარაღს შეერთებული შტატებისგან მიიღებს.

მსგავსი სიახლეები