ამერიკას უკრაინაში ომის დასრულების სამი სცენარი აქვს - The Washington Post

ამერიკის შეერთებულ შტატები უკრაინა-რუსეთის ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების სამ მოდელს განიხილავს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მომხრეები ყველა გზას ჰყავს. ამის შესახებ The Washington Post წერს.

გაზეთი თეთრი სახლის მაღალჩინოსანს ესაუბრა.

ერთი სცენარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის ნაწილია. იგი მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან.

მეორე სცენარი ითვალისწინებს რუსული ჯარების 2014 წლის ფრონტის ხაზამდე უკანდახევას.

მესამე სცენარი მოიცავს ჯარების გაყვანას დონბასის ტერიტორიიდან, მაგრამ არა ყირიმიდან.

როგორც Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი, ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოლო ორ სცენარს არ უჭერს მხარს. უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსი ოკუპანტები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გავლენ.

მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრაზე ბაიდენმა ზელენსკის ჰკითხა, მისი აზრით, როგორ უნდა დასრულდეს ომი. ამავდროულად, ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ "ეს ჯერ კიდევ ერთგვარი აკადემიური დისკუსიაა", რადგან ამ დროისთვის არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი მოლაპარაკებებით არის დაინტერესებული.

ამავე დროს, გაზეთის წყარომ აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა "ზელენსკის შეხედულებების გაგებას მოლაპარაკებების შესახებ".

Washington Post-ის თანამოსაუბრე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "როგორ უნდა გამოიყურებოდეს დიპლომატია და რა წითელი ხაზები უნდა იყოს", უკრაინის გადასაწყვეტია.

მსგავსი სიახლეები