ამერიკის დაზვერვა: რუსეთი უკრაინას ცხრა მიმართულებიდან შეუტევს

აშშ-ს სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ცხრა სხვადასხვა მიმართულებიდან შეუძლიათ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია 11 თებერვალს NBC News-მა გაავრცელა დაზვერვაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით.

ტელევიზიის თქმით, ტანკებს "შეუძლიათ კიევამდე პოტენციურად 48 საათში მიაღწიონ."

რუსეთმა მისი შეიარაღებული ძალების 168 ტაქტიკური ბატალიონიდან 100 უკრაინის საზღვართან განათავსა. თითოეული ბატალიონი 800-900 ჯარისკაცისგან შედგება და მათი რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა, პირადად რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინისკენ გადაისროლეს 7-დან 6 სპეცრაზმი, რომლებიც 250-300 ელიტური მებრძოლისგან შედგება.

ყველაზე მოსალოდნელი სცენარებით, რუსეთი უკრაინაზე შეტევას რამდენიმე მიმართულებიდან, ერთდროულად დაიწყებს.

ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რუსეთის არმია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიას სრულად დაიკავებს მდინარე დნეპრამდე, რაც უკრაინის არმიის ნახევარის განადგურებასაც მოიცავს.

რუსული ტანკები და მექანიზებული შენაერთები უკრანა-რუსეთის საზღვრიდან პოლტავამდე და ხარკოვამდე მივლენ, ქალაქებს ალყაში მოაქცევენ და მდინარე დნეპრთან გამაგრდებიან. სახმელეთო ძალები დამატებით სამი მიმართულებით შეტევას დონეცკიდან დაიწყებენ, შეტევის კიდევ ერთი მიმართულება კი ყირიმიდან მდინარე დნეპრის მიმართულებით იქნება.

ყირიმიდან სახმელეთო შეტევას რუსული შვეულმფერენები ჰაერიდან დაეხმარებიან.

ამ სცენარში შესაძლოა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ძალებიც ჩაერთონ და ოდესაში შეტევა წამოიწყონ.

კიდევ უფრო აგრესიულ სცენარში კიევის ჩრდილოეთიდან ალყაში მოქცევას და არტილერიით დაბომბვას მოიცავს. ამ სცენარში ჟიტომირისკენ და კიევისკენ შეტევაში ბელარუსში დისლოცირებული რუსული შენართებიც ჩაერთვებიან.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ჩრდილოეთში საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან გამართულია, რაც რუსულ ჯარებს კიევამდე მისვლის საშუალებას 2 დღეში მისცემს. ბელარუსში რუსულ შენაერთებს S-400-ის ტიპის საზენიტო სისტემებიც აქვთ, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინის ავიაციის მიერ რუსეთის სახმელეთო შეტევის შეჩერება არ დაუშვან.

ორივე სცენარის ფარგლებში გარდაუვალია საარტილერიო ცეცხლი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით, რომლის სამიზნეთ იქნება საწყობები, რადარები, სავიაცია, ანტი-საჰაერო სისტემები და უკრაინის სხვა სტრატეგიული ობიექტები.

რუსეთი ეცდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებობები შეტევის პირველივე საათებში გაანადგუროს. გარდა ამისა, კიბერშეტევებით უნდა შეწყდეს დიდი ქალაქების ელექტრომომარაგება.

ინტერვენიციის დაწყებისთანავე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში დისლოცირებული უკრაინული შენაერთები ერთმანეთს უნდა მოწყდნენ. ამისთვის დაგეგმილია ხიდების აფეთქება და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურება.

ამერიკის დაზვერვის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემთხვევაში 50 000 უკრაინელი დაიღუპება ან დაშავდება.

მსგავსი სიახლეები