ამერიკის სამხედრო დახმარების შეჩერების გარეშე პუტინი ზავს არ დათანხმდება

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების გარეშე ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ზავს არ დათანხმდება. 

ეს ვლადიმირ პუტინის მინიმალური მოთხოვნაა, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე დათმობა, რომელთა მიღებასაც პუტინი ტრამპისგან დღეს დაგეგმილ სატელეფონო საუბარში შეეცდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

State of Play: წყაროს ცნობით, სწორედ ამერიკული შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემის შეჩერება დაასახელა მთავარ მოთხოვნად რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან 14 მარტს გამართულ შეხვედრაზე

  • ტრამპის წინანადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ, რომელსაც უკრაინული დელეგაცია 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე დაეთანხმა, პუტინი პირველად 2 დღის შემდეგ, ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრინციპში რუსეთი თანახმაა, მაგრამ არსებობს ნიუანსებიც
  • ზავის წინაპირობებად ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა. 

  • ამავე დღეს 8-საათიანი ლოდინის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ტრამპის ემისარი მიიღო. 

  • წყაროების ცნობით, უიტკოფთან შეხვედრისას, პუტინი დაინტერესდა უკრაინის არმიის ზომებითაც და განაცხადა, რომ "მომავალში აუცილებელი იქნება უკრაინის სამხედრო პოტენციალის კონტროლი და მონიტორინგი.


  • პუტინი ასევე დაინტერესდა კურსკის ოლქში მოქმედი თითქოსდა ალყაში აღმოჩენილი უკრაინელი ჯარისკაცების საკითხითაც - "როგორ უნდა მოვიქცეთ, ისინი უბრალოდ ბრძოლის გარეშე გავუშვათ თუ უკრაინული ხელმძღვანელობა მისცემს იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების ბრძანებას."

  • გარდა ამისა პუტინი დაინტერესდა, თუ როგორ განხორციელდება შეხების ხაზის მონიტორინგი და ვინ უნდა გასცეს ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მისი განახლების შემთხვევაში.

Bigger Picture: პუტინის მიერ უიტკოფთან შეხვედრისას გაჟღერებულ ერთ-ერთ საკითხს საჯაროდ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ პუტინს კურსკის ოლქში ალყაში მოქცეული უკრაინული დანაყოფების შეწყალება სთხოვა. 

  • იმავე საღამოს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაგებით ეკიდება ტრამპის თხოვნას, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ მებრძოლებს ტყვედ ჩაბარების ბრძანება მისცეს


  • დამოუკიდებელი OSINT წყაროების ცნობით, ამ დროისთვის კურსკის ოლქში უკრაინული დანაყოფები არ არიან მოქცეული ალყაში, ვინაიდან დანაყოფები, რომლებსაც ასეთი საფრთხე ემუქრებოდათ უკვე დატოვეს რუსეთის ტერიტორია. 


  • უკრაინის არმიის 7-თვიანი სამხედრო ოპერაცია კურსკის ოლქში 13 მარტს დასასრულს მიუახლოვდება - ამ დღეს ZSU-მ დატოვა ქალაქი სუჯა პლაცდარმის ყველაზე დიდი და ლოჯისტიკურად საკვანძო დასახლება სუჯა. ამ დროისთვის კურსკის ოლქში უკრაინელები დაახლოებით 100-ზე ნაკლებ კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. 

Contexst: ცეცხლის შეწყვეტა იქნება ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილი სატელეფონო საუბარი, რომელიც ცოტა ხანში დაიწყება. პუტინის თავდაპირველ განცხადებას ნიუანსების შესახებ ტრამპმა "იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა."

  • უიტკოფისა და პუტინის შეხვედრას ტრამპმა პროდუქტიული უწოდა და განაცხადა, რომ ბევრ დეტალი შეთახნმდა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. 


  • ტრამპის ადმინისტრაციაში და მათ შორის თავად  პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ განაცხადეს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების მზაობაზე იმ შემთხვევაზე, თუ რუსეთი არ დათანხმდება ზავს, თუმცა უცნობია როგორია ადმინისტრაციის პოზიცია ამერიკული დახმარების შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით. 


  • შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული სკანდალური პრესკონფერენციის გამო ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე ერთხელ შეაჩერა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება - დაძაბულობა მხარეებს შორს 11 მარტს განიმუხტა და დახმარებაც დაუყოვნებლივ აღდგა. 

Go Deeper: გარანტიები, ტყვეების დაბრუნება, უარი დამატებით მიწებზე - უკრაინის წითელი ხაზები

 

მსგავსი სიახლეები