გარანტიები, ტყვეების დაბრუნება, უარი დამატებით მიწებზე - უკრაინის წითელი ხაზები

უკრაინამ წარადგინა რამდენინე წითელი ხაზი, რომლებსაც აუცილებლად მიიჩნევს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებისთვის - კიევი უარს ამბობს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის განხილვაზე, მოითხოვს რუსეთის მიერ გატაცებული ყველა ბავშვის და პატიმრობაში მყოფი ყველა სამხედრო ტყვის გადაცემას და ასევე, უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ხელმძღვანელობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Independent ავრცელებს.
State Of Play: უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს თქმით, განსახილვევ თემებს შორის იყო საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული შეხვედრის დროს.
- წყაროს ცნობით, კიევში უკვე "შეეგუვნენ" აზრს, რომ კონფლიქტი ფრონტის არსებულ ხაზებზე გაიყინება და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთის კონტროლქვეშ დარჩება, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ განიხილავენ დამატებითი ტერიტორიების დათმობის შანსს.
- "რუსეთის მიერ ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქების სრულად მოთხოვნა უბრალოდ სისულელა, ჩვენ ამას მივიჩნევთ სისულელედ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი.
- რუსეთის არმია ამ დროისთვის უკრაინისგან ანექსირებული 5 ოლქიდან სრულად მხოლოდ 2-ს აკონტროლებს (ყირიმი, ლუჰანსკი), დონეცკის ოლქში რუსეთის კონტროლირებული მოცულობა 70%-ს აღემატება, ხოლო ხერსონსა და ზაპორიჟიაში ოლქის დედაქალაქები (იმავე სახელწოდების ქაღალდები) კვლავ უკრაინელთა კონტროლქვეშ რჩება.
- მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტერიტორიები ვლადიმირ პუტინმა უკვე რუსეთის შემადგენლობაში "შეიყვანა" და მათი "კონსტიტუციური სტატუსიც" განისაზღვრა
- კრემლში არაერთხელ უთქვამთ, რომ ნებისმიერი შეთანმება უნდა დაეფუძნოს მიწაზე შექმნილ ახალ რეალიებს."
Big Picture: ამასთანავე გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ კიევი კვლავ გააგრძელებს ოკუპირებული ტეიროტორიების დიპლომატიურად დაბრუნების მცდელობებს.
- უკრაინის მიერ წარდგენილ მოთხოვნებს შორისაა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვებისა (უკრაინული მთავრობის მონაცემებით 20 ათასი) და პატიმრობაში მყოფი ყველა სამხედრო ტყვის დაბრუნებაა.
- ამასთანავე ქვეყნის ხელმძღვანელობაში შეთანხმების ცენტრალურ ნაწილად "ქმედით და ეფექტურ უსაფრთხოების საერთასორისო გარანტიებს მიიჩნევენ"
Context: The Independent-ის წყაროების ცნობით, უკრაინაში არ სჯერათ, რომ პუტინი მზადაა ომის შესაჩერებლად - "პუტინი თამაშობს, ჩვენი სწორი ნაბიჯი გადავდგით და ვაჩვენეთ პარტნიორებს, რომ ადეკვატურები ვართ. თუ რუსეთი არ დათანმხდება, მთელი მსოფლიო დაინახავს, რო ისინი იტყუებიან.
- 11 მარტს საუდის არაბეთის, ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინამ მიიღო დონალდ ტრამპის ადინისტრაციის შეთავაზება ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
- ამავე დღეს აღდგა მანამდე ვაშინგტონის მიერ შეჩერებული სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცეების გადაცემის პროცესი
- 13 მარტს ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა ტრამპის ინიციატივას. პუტინის თქმით, ის თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა არსებობს ნიუანსებიც. პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა. პუტინის განცხადებას ტრამპმა იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა.
- პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.
- პუტინის განცხადებას ტრამპმა იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა.
Go Deeper: უიტკოფი: ტრამპი და პუტინი მიმდინარე კვირაში ისაუბრნენ, მთავარი თემა ზავი იქნება