ამერიკის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ხუთშაბათს ამერიკის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთს მნიშვნელოვანი ფასი გადაახდევინოს.

სენატმა რეზოლუცია უკრაინის საზღვარზე ვითარების ესკალაციის მოლოდინის ფონზე მიიღო. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ომის დაწყება დღეების საკითხია.

"ამერიკის სენატმა რუსეთს ძლიერი, ორპარტიული მიმართვა გაუგზავნა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას." - თქვა სენატორმა რობ პორტმანმა.

რეზოლუციის ავტორი 40-მდე სენატორი იყო.  

გარდა ამისა, ამერიკელი სენატორები ჯეიმს რიში და ბობ მენენდესი, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად მუშაობენ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაუწესდება.  

მსგავსი სიახლეები