არესტოვიჩი: 11 რუსული სადესანტო ხომალდი შავ ზღვაში შევიდა, შესაძლოა დესანტის გადმოსხმა სცადონ
რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსხმა სცადონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
"ბოლო ინფორმაციით, 11 რუსული БДК (დიდი სადესანტო ხომალდი), რომელთაგან თითოეულს დაახლოებით ერთი ბატალიონის გადაყვანა შეუძლია (დაახლოებით 500 ადამიანი), შევიდა შავ ზღვაში და ეძებდნენ თავგადასავლებს სანაპიროზე, შესაძლოა ოდესაში. შესაძლოა მათ სცადონ დესანტის გადმოსხმა", - თქვა მან.
არესტოვიჩის თქმით, ამ შემთხვევაში გამოჩნდება როგორ საზღვაო-სადესანტო ოპერაციებს ახორციელებს რუსეთი და როგორ ტარდება თავდაცვითი-ანტიამფიბიური ოპერაცია უკრაინის მიერ.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენები, როგორც ყოველთვის, ყველაფერს უკეთესად გააკეთებენ," - თქვა მან.